Belive

დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. დონეცკის "შახტარის" უკანახაზელი დედაქალაქურ "კოპენჰაგენს" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს. bold.dk-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. "დინამო თბილისის", "საბურთალოს", რუსთავის "მეტალურგის", ფოთის "კოლხეთის", ქობულეთის "შუქურას" და "ჩერნომორეცის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობდა, 2017 წლის 1 ივლისიდან "შახტარის" მაისურს ირგებდა და 83 შეხვედრაში 3 გოლის გატანა, სამჯერ უკრაინის ჩემპიონატისა და ორჯერ თასის მოგება მოახერხა. "კოპენჰაგენი" დანიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მათ ქვეყნის ჩემპიონობის მოგება 18-ჯერ მოახერხეს, წინა სეზონში კი 55 ქულა დააგროვეს, მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები