Belive

დავითაშვილმა ოსერს მარტომ მოუგო | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტური ზურიკო დავითაშვილის ბენეფისად გადაიქცა. "სენტ-ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "ოსერი" მიიღო და მეტოქე ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით - 3:1 დაამარცხა.

ქართველს უნაკლო შეხვედრა ჰქონდა, პირველ 15 წუთში ორჯერ იყო ისეთ ხელსაყრელ სიტუაციაში, როდესაც გუნდელს მისთვის გადაცემის გაკეთება მართებდა, თუმცა ზურიკომ პასი ვერ მიიღო და უკმაყოფილებაც აშკარად გამოხატა. მატჩის მე-15 წუთზე უკვე თავად მიიღო მარცხენა ფლანგზე ბურთი და საჯარიმოს მისადგომებამდე ისე იარა, ვერავინ შეაჩერა - შემდეგ კი მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

მატჩის 54-ე წუთზე ზურიკომ დუბლი თითქმის იმავე სტილში შეასრულა, თუმცა მეკარეს მოძრაობის საპირისპიროდ დაურტყა. ოსერმა სიტუაციის დაძაბვა მაინც შეძლო და 74-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა. წერტილი ისევ დავითაშვილმა დასვა, 86-ე წუთზე ერთი-ერთზე გასულმა ქართველმა მოხდენილად გადაუგდო მეკარეს და გახდა პირველი ქართველი, ვინც ტოპ5 ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ზურიკო დასახელდა და სტატისტიკური საიტების შეფასებაც უმაღლესია. sofascore-ის მონაცემებით დავითაშვილმა 9.3 ქულა დაიმსახურა, whoscored-ის აზრით კი ეს ქულა მაქსიმალურია - 10.

სხვა სტატიები