Belive

"დავითაშვილი დაბრუნდა" | "ზურიკო დავითაშვილი დაუმორჩილებელი გახდა" - ფრანგული მედია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში ,,ბორდომ'' ,,დიუნკერკს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა ზურიკო დავითაშვილმა, მან ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ ასპარეზობას ფრანგული მედია საშუალებები გამოეხმაურა, მათ ზურიკო დავითაშვილს ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს 8/10:

ის (ზურიკო დავითაშვილი) აშკარად დაუმორჩილებელი გახდა მას შემდეგ, რაც მარტის სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნდა. დახვეწილი დარტყმის შემდეგ მან ბორდოს უპირატესობა გააორმაგა. ის ბოლო ხუთ მატჩში სამი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა. ნსიმბას მსგავსად, ამ დონის დავითაშვილს მთელი სეზონის განმავლობაში შეეძლო ყველა გუნდის დამწუხრება. - sudouest
დავითაშვილი დაბრუნდა

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ორი ბომბარდირის თამაში. ზურიკო დავითაშვილმა, კიდევ ერთხელ, ძალიან კარგი მატჩი ჩააატარა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევრო 2024-ზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, დავითაშვილს ექვს მატჩში სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა აქვს. ეს მისთვის ნამდვილად გარდამტეხი იყო, რომ ჟირონდინელების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილიყო. ზან ვიპოტნიკმა, სეზონში დანკერკის წინააღმდეგ მე-9 გოლი გაიტანა და ზურიკო დავითაშვილს თავისი საგოლე გადაცემით ძალიან დაეხმარა. - news.dayfr

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს. 34 ტურის შემდეგ, ,,ბორდო'' 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. ზურიკოს გუნდი მომავალ შეხვედრას 27 აპრილს, ,,ლავალის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები