Belive

დავით სხირტლაძეს და გიორგი ხარაიშვილს ქოჯაელისპორი არ გამოისყიდის

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დავით სხირტლაძეს და გიორგი ხარაიშვილს "ქოჯაელისპორი" არ გამოისყიდის, თურქული გამოცემის kocaelitv-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელებმა თურქული კლუბის იმედები ვერ გაამართლეს.

გიორგი ხარაიშვილი "ქოჯაელისპორმა" 8 ნომრის პოზიციაზე სათამაშოდ იყიდა, ტრავმა მიიღო, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში (310 წუთი), მან ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

დავით სხირტლაძე კლუბმა ტანკეს შემცველელად გადაიყვანა, რომელსაც ცენტრფორვარდი სჭირდებოდა, მან სულ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა 403 წუთი ითამაშა, აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში და ვერც გოლის გატანა შეძლო, ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება.

ვინაიდან დავითს და გიორგის საიჯარო ხელშეკრულება ეწურებათ, სეზონის ბოლოს ისინი თურქულ გუნდს დატოვებენ და ყოფილ კლუბებში დაბრუნდებიან.

სხვა სტატიები