Belive

დავით კობოური კარიერას უნგრულ უიპეშტში გააგრძელებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი მცველი დავით კობოური "დინამო თბილისიდან" კარიერას უნგრეთის კლუბ "უიპეშტში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

ქართველმა მცველმა "დინამო თბილისთან" ერთად 4-ჯერ საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, 2-ჯერ მოიგო საქართველოს სუპერთასი. თბილისურ გუნდში მას 193 მატჩი აქვს ჩატარებული.

იჯარით დავით კობოური 2021/22 წლებში ნახევარი სეზონი ჩეხეთის კლუბ "კარვინაში" ასპარეზობდა.