Belive

დაუჯერებელი სკანდალი: მსაჯი შესვენებაზე შეცვალეს, რადგან ნასვამი იყო

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის მატჩში მსაჯის შეცვლა გახდა საჭირო, რადგან არბიტრი ნასვამი იყო.

ალ-ჯაზირასა და გოლ გოჰარის შეხვედრის შესვენებაზე სირიელი მსაჯი, ჰანა ჰატაბი შეცვალეს და მეორე ტაიმში თამაშს მეოთხე მსაჯი გაუძღვა.

შესვენებაზე გოლ გოჰარის გუნდის მენეჯერმა გამოცემა Varzesh3-ს განუცხადა, რომ მსაჯი „არაადეკვატურ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. მისი თქმით, კლუბმა აზიის ფეხბურთის კონფედერაციას აცნობა, რომ მოედანზე აღარ დაბრუნდებოდნენ. ამის შემდეგ მსაჯი შეცვალეს და გუნდი სათამაშოდ გამოვიდა. გოლ გოჰარში აცხადებენ, რომ არბიტრს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა უცნაური ეპიზოდი 32-ე წუთზე - მოედნის ცენტრში სოჰრეილ საჰრაეის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, მსაჯმა კი ალ-ჯაზირას მეკარე ერსინ დესტანოღლუ გააფრთხილა. თამაში დაახლოებით 4 წუთით შეჩერდა, მეოთხე მსაჯთან გასაუბრების შემდეგ კი მან ყვითელი ბარათი გააუქმა.

შესვენებაზე კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ სთხოვდა გოლ გოჰარის მწვრთნელი მეჰდი რაჰმათი სათადარიგოთა სკამის წევრებს, მისულიყვნენ მსაჯთან და გადაწყვეტილების განმარტება მოეთხოვათ.