Belive

დასახელდა მსოფლიოს 50 საუკეთესო 19-წლამდე მოთამაშე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური გამოცემა - Goal.com ყოველწლიურად 50 საუკეთესო 19-წლამდე ფეხბურთელს ასახელებს. 2018 წლის საუკეთესო ვუნდერკინდის ტიტული "რომას" მოთამაშემ, ჯასტინ კლუივერტმა მოიპოვა, მე-2 ადგილზე "მილანის" კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა გავიდა, მესამე ადგილი კი "რეალის" ამჟამინდელ ვინგერს, ვინიციუსს ერგო. რაც შეეხება 2019 წელს, Goal.com-ის რჩეული დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო გახდა. "ბლანკოსის" ბრაზილიელ ვარსკვლავს, ვინისიუს ჯუნიორს ამჯერად მე-2 ადგილი ერგო, მე-3 პოზიციაზე კი "ჩელსის" ტალანტი, კალუმ ჰუდსონ-ოდოია, რომელიც გუშინ ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც კი გამოიძახეს.

სხვა სტატიები