Belive

"დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება" - სერგეი რებროვი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარიზში 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში იყო, ჩვენ ნაკრების მეტოქეები ასე გამოიყურება: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო.

კომენტარი გააკეთა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა და ერთა ლიგის ჯგუფი შეაფასა:

ერთა ლიგის წილისყრისგან ნამდვილად არაფერს ველოდი, რადგან ჩვენ ახლა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფს ველოდებით. ამ თამაშების შემდეგ ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას ყველა ამ გუნდის შესახებ. ახლა, ვფიქრობ, ყურადღება მარტის თამაშების მოსამზადებელ პერიოდზე უნდა გავამახვილოთ.

ბევრი თამაში მაქვს ნანახი ჩეხეთის და ალბანეთის, საქართველოს ნაკლებად. ალბანელები საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ და მათ უკვე იასპარეზეს ევროზე. ასევე ჩეხები, ისევე როგორც ქართველები, რომლებიც პლეი ოფის შესარჩევში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება.

ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ პლეი ოფისთვის მომზადებაზე. მაგრამ ვფიქრობ, ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველა გუნდს აქვს ამ ტურნირის მეშვეობით ევროზე მოხვედრის შესაძლებლობა. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი თითოეულ გუნდს უფრო მნიშვნელოვანი მატჩები აქვს. - სერგეი რებროვი

სხვა სტატიები