"ლივერპულის" თავდამსხმელს, დანიელ სტარიჯს ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ტოტალიზატორთან თანამშრომლობას ედავება.
თუ ინგლისელ ფეხბურთელს ბრალი დაუდგინდა, შესაძლოა დიდი ხნით ფეხბურთიდან მოკვეთონ. ბრალდებებს სტარიჯმა 20 ნოემბერს უნდა უპასუხოს.
მსგავსი ბრალდებით ჯო ბარტონი ფეხბურთიდან 2017 წელს 18 თვით მოკვეთეს. თუ რა სასჯელს გამოუტანენ სტარიჯს, ამას თვის ბოლომდე გავიგებთ.