Belive

"დამცინი?!" - ტომაშ მიულერი ჟურნალისტს შეეკამათა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე კილის "ჰოლშტენი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და სენსაცია მოახდინა. "ჰოლშტენ-სტადიონზე" გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრისთვის დამატებულ მეხუთე წუთზე წონასწორობა აღადგინეს - 2:2. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში კილის ბინადრებმა იმარჯვეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მარცხით გაღიზიანებული ტომაშ მიულერი ჟურნალისტთან პოლემიკაში შევიდა. ბავარიული კლუბის შემტევმა ჩათვალა, რომ კორესპონდენტი მას დასცინოდა. მიულერი: "რას ფიქრობთ? თქვენ ახლა აქ იცინით!" ჟურნალისტი: "მე არ ვიცინი. ეს ნამდვილად მესმის." მიულერი: "რა თქმა უნდა დამცინი!"
ამ დიალოგს კონფლიქტი არ მოჰყოლია და ინტერვიუ მშვიდ ტონალობაში გაგრძელდა. 31 წლის გერმანელმა ამ სეზონში 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები