Belive

"ჩვენი მოგზაურობა იწყება" - ბონუჩის პირველი კომენტარი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

36 წლის იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, "ფენერბაჰჩეში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ლეონარდო ბონუჩიმ თურქული კლუბის ფანებს მიმართა, რომ "ფენერბაჰჩეს" წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ამაყი ვარ, რომ ამ დიდებული კლუბის მაისურს ვატარებ. უკვე ვგრძნობ უდიდეს მუხტს. ამ უძლიერეს გუნდთან შეერთებითა და თქვენი მხარდაჭერის მიღებით, მზად ვარ ძალები არ დავიშურო და გავაკეთო ყველაფერი, რათა თქვენი ოცნებები ახდეს. ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა იწყება. - ლეონარდო ბონუჩი.

სხვა სტატიები