Belive

"ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება, დაახლოებით 5:0 უნდა მოგვეგო" - ფანები მატჩზე

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო წამზე 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი 90+9 წუთზე შეი ჩარლზმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან შედეგით და სოციალურ ქსელებში თავიანთი ქვეყნის ნაკრებს ამ გამარჯვებას ულოცავენ, ისინი კომენტარებში მიიჩნევენ, რომ მსაჯი შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს მხარეს იყო.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება, დაახლოებით 5:0 უნდა მოგვეგო.

  • რა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს ბიჭებმა 12 კაცის წინააღმდეგ.

  • მსაჯი თამაშის ბოლოს იმედგაცრუებული ჩანდა.

  • საქართველო ძალიან მოსაწყენი იყო, საბოლოოდ სამართლიანი შედეგი მივიღეთ.

  • ფანტასტიკური თამაში იყო, მოგერიებული პენალტი, გვიანი გოლი, მაიკლ ო’ნილის ახალგაზრდა გუნდი, თუ ეს გუნდი ერთად იქნება დიდ შოკს მოახდენს, მთელმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა.

  • ყველაფერი რწმენაზეა... მეორე ტაიმში 11 გმირი ვიყავით... ბიჭებო ასე განაგრძეთ! ამაყები ვართ.

View this post on Instagram

A post shared by Northern Ireland (@northernireland)

სხვა სტატიები