Belive

"ჩვენ ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, ისინი სუნთქვის საშუალებას არ მოგცემენ" - პატრიკ შიკი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, 22 მაისს ევროპა ლიგის ფინალია, სადაც ერთმანეთს ბერგამოს "ატალანტა" და "ლევერკუზენი" დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე გერმანული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პატრიკ შიკმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება, ველოდები, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ყველა მოთამაშეზე პერსონალურ დაცვას ითამაშებენ. ჩვენ ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. ისინი სუნთქვის საშუალებას არ მოგცემენ.

"ატალანტა" მაღალი ტემპით თამაშობს, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ, რომ ჩვენი მეტოქეები მე-80 წუთიდან დაიღალნენ, რაც ჩვენი თამაშის სტილიდან გამომდინარეობს, მაგრამ არ ველოდები რომ ეს მოხდება "ატალანტასთან", რადგან მათ ფიზიკური მზადყოფნა მაღალ დონეზე აქვთ.

ბერგამოულ გუნდს აუცილებლად ექნება მხედველობაში ჩვენი 51 მატჩიანი წაუგებელი სერია და ისინი ამის დამხობას შეეცდებიან.

ჩვენ რაღაც წარმოუდგენელი გავაკეთეთ და ეს მსოფლიოში ყველა გულშემატკივარს დაამახსოვრდება. მე ვიტყოდი, რომ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ფორმაში ვართ, ეს კი როგორც "რომამ" დაინახა ნახევარფინალში, ახლა უკვე ფინალში სხვა იტალიურმა გუნდმაც უნდა იგრძნოს. - პატრიკ შიკი

სხვა სტატიები