Belive

ჩისკომ ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო, სუონსიმ ქულები ისევ დაკარგა - უოტფორდი მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"დინამომ თბილისის" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა. ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში, "უოტფორდმა" "ბირმინგემს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის მოგება ესპანელი სპეციალისტისთვის ზედიზედ მეხუთე, ინგლისურ კლუბში მუშაობის განმავლობაში კი მე-13 გამარჯვება იყო.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Watford FC (@watfordfcofficial)

ჩისკოს გუნდის კარგმა სერიამ ლონდონელებს ცხრილში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. ამას ხელი უშუალო კონკურენტის, "სოუნსის" მიერ მიჯრით ჩატარებულმა ცუდმა შეხვედრბამ შეუწყო. "გედებმა" "ბორნმუთთან" მარცხის შემდეგ, ამჯერად უელსური დერბი წააგეს და "კარდიფისგან" ერთადერთი, თუმცა უპასუხო გოლი გაუშვეს. შედეგად, "უოტფორდმა" 75 ქულით, ჩემპიონშიფში მეორე პოზიციაზე თავი ერთპიროვნულად დაიმკვიდრა. "სოუნსის" და "ბრენტფორდს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა უელსელები თუ ამ შეხვედრას მოიგებენ, 72 ქულა მოუყრიან თავს და "უოტფორდს" 3 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ მატჩს ჩისკოს გაწვრთნილი გუნდი უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2 აპრილს, "შეფილდ უედნსდეის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები