ჩირო იმობილემ ვატიკანის XI-ისა და ლაციოს სტაფის მატჩი იმსაჯა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ლაციოს" ცენტრფორვარდმა - ჩირო იმობილემ, რომის პაპის მოთხოვნით, ვატიკანის თერთმეტეულისა და ლაციოს კლუბის სტაფის მატჩი იმსაჯა.
ვატიკანის თერთმეტეული და ლაციოს კლუბის სტაფი ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდნენ. მსაჯის რანგში, ჩირო იმობილემ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, საბოლოოდ მატჩი კი 7:7 დასრულდა. წინა დღეს კი ჩირო იმობილე საკუთარ კლუბს, სერია ა-ს მატჩში "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. 31 წლის ცენტრფორვარდი ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, სადაც "ლაციო" მოსკოვის "სპარტაკს" შეხვდება, სავარაუდოდ კლუბს დაუბრუნდება და თამაშს შეძლებს. ფCiro Immobile refereed a charity match between Lazio's employees and a Vatican XI, at the request of Pope Francis 🇮🇹 pic.twitter.com/jGN4aXoclh — GOAL (@goal) November 22, 2021