Belive

ჩინეთის ჩემპიონატის ისტორიაში 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

36 წლის არგენტინელი ფეხბურთელი - ეზეკიელ ლავეცი, ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ლავეცი 2016 წელს "პსჟ"-დან ჩინეთის ჩემპიონატის კლუბ "ჰებეიში" გადავიდა და კვირაში მისი ანაზღაურება £798,000 ფუნტი იყო, ერთი წლის განმავლობაში კი იგი £41.5 მილიონი ფუნტს იღებდა.

ჩინეთის სუპერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP 10

10. მარუან ფელაინი - £205,000 ფუნტი კვირაში (შანდონგ ლუნენგი) ბელგიელი ნახევარმცველი - მარუან ფელაინი, ჩინურ კლუბ "შანდონგ ლუნენგში" 2019 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. ერთი წლის განმავლობაში მარუან ფელაინის შემოსავალი £10.5 მილიონი ფუნტია. 9. ედერი - £213,000 ფუნტი კვირაში (ჯიანგსუ) 2018 წლის ზაფხულში, იტალიელი ფორვარდი - ედერი, მილანის "ინტერიდან" ჩინურ კლუბს 5.5 მილიონი ევროს ნაცვალად შეუერთდა. მან ჩინურ კლუბში 60 მატჩში 32 გოლი გაიტანა ორი წლის განმავლობაში და ჩინური კლუბი 2021 წელს დატოვა. 8. პაულინიო - £230,000 ფუნტი კვირაში (გუანჯოუ ევერგრანდი) ბრაზილიელი ნახევარმცველი - პაულინიო, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბ "გუანჯოუ ევერგრანდს" 2015 წელს "ტოტენჰემიდან" შეუერთდა და მის სანაცვლოდ ჩინურმა კლუბმა 9.9 მილიონი ფუნტი გადაიხადა. პაულინიომ ჩინურ კლუბში 2 წელი გაატარა და შემდეგ ბარსელონაში გადავიდა, თუმცა 2018 წელს ჩინურ კლუბში დაბრუნდა და იქ კიდევ 3 წელი გაატარა. 7. ელ შაარავი - £247,000 ფუნტი კვირაში (შანხაი შენხუა) 2019 წელს, "მილანის" შემტევი - სტეფან ელ შაარავი, ჩინეთის სუპერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო, მისი შეძენა "შანხაი შენხუამ" შეძლო. ჩინურმა კლუბმა იტალიელ შემტევში 19 მილიონი ევრო გადაიხადა. ელ შაარავიმ ჩინურ კლუბში მხოლდო 4 გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი იგი "რომაში" გადავიდა. 6. გრაციანო პელე - £263,000 ფუნტი კვირაში (შანდონგ ლუნენგი) წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გრაციანო პელე 2016 წელს გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, როდესაც იგი ჩინურ კლუბ "შანდონგ ლუნენგში" გადავიდა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 13 მილიონ ფუნტს შეადგენდა. 5. ჰალკი - £320,000 ფუნტი კვირაში (შანხაი) 2016 წლის ზაფხულში, ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბმა "შანხაიმ" 47 მილიონი გამოჰყო იმისთვის, რომ ჰალკს აზიაში ეთამაშა. 2020 წლამდე მან 145 მატჩი ჩაატარა, სადაც 77 გოლის გატანა შეძლო. 4. სედრიკ ბაკამბუ - £341,000 ფუნტი კვირაში (ბეიჯინგ გუანი) 2018 წელს, ჩინეთის ჩემპიონატის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ჩინურმა კლუბმა "ბეიჯინგ გუანმა" "ვილიარეალიდან" 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, კონგოს ნაკრების ფორვარდი - სდრიკ ბაკამბუ იყიდა. იგი ამ კლუბში ამ დრომდე ირიცხება და 74 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი. 3. ოსკარი - £500,000 ფუნტი კვირაში (შანხაი) ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი - ოსკარი, 2017 წელს ჩინურმა კლუბმა "შანხაიმ", £60 მილიონად შეიძინა. ოსკარი ამ კლუბში დღემდე ირიცხება და 144 მატჩი 44 გოლი აქვს გატანილი. 2. კარლოს ტევესი - £634,615 ფუნტი კვირაში (შანხაი შენხუა) "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ჩინეთში სწორედ ინგლისური გრანდიდან გადავიდა, იმ დროისთვის მსოფლიო ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. იგი კვირაში £634,615 ფუნტს გამოიმუშავებდა. ტევესმა ჩინურ კლუბში მხოლოდ 7 თვე გაატარა და შემდეგ სამშობლოში, კერძოდ კი "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა. 1. ეზეკიელ ლავეცი - £798,000 ფუნტი კვირაში (ჰებეი) როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეზეკიელ ლავეცი კვირაში £798,000 ფუნტს გამოიმუშავებდა.  

სხვა სტატიები