Belive

ჩილესთან მატჩში ლიონელ მესიმ ორი რეკორდი დაამყარა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში - არგენტინა - ჩილე (1:1), "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ორი ახალი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ შეხვედრის 33-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ, 33 წლის სუპერვარსკვლავი მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 57 ჯარიმის გამტანი ფეხბურთელი გახდა. რა გასაკვირია, რომ ამ შედეგით არგენტინელთა კაპიტანმა მის მარადიულ მეტოქეს, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, რომელსაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით 56-ჯერ აიღო. გარდა ამისა, "ბარსელონას" მეათე ნომერმა თავისი ნაკრების ისტორიაში ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით გაბრიელ ბატისტუტას გადაასწრო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს 6 ოქროს ბურთის მფლობელისთვის ოფიციალურ შეხვედრაში შეგდებული 39-ე გოლი იყო, ლეგენდარულ არგენტინელ ფორვარდის აქტივში კი არაამხანაგურ შეხვედრებში 38 გოლი იყო. ლეო მესის არგენტინის ნაკრებში საერთო ჯამში ჩატარებულ 143 შეხვედრაში 73 გოლი და 51 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რა მაჩვენებლითაც იგი თავისი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო მეგოლეებს შორის მესის მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი უსწრებს: ალი დაეი (ირანი, 109), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, 104), მოხტარ დაჰარი (მალაიზია, 86) და ჰუსეინ საედ მუჰამედი (ერაყი, 78). სამხრეთ ამერიკის კონტინენტის პირველობის საწყისი ტურის მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ლეო მესიმ გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე ედუარდო ვარგასმა წონასწორობა არტურო ვიდალის გაფუჭებულ 11-მეტრიანზე დამატების შემდეგ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები