Belive

ჩეფერინმა მანჩესტერის და იუვენტუსის ბოსებს გველები უწოდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “რეალი” – ეს იმ გრანდების ჩამონათვალია, რომლებმაც ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. UEFA-მ ახალი ტურნირის შექმნის იდეა დაგმო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლების მტკიცებით, პროექტის შესაჩერებლად UEFA მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდას აპირებს, რის შესახებაც ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებს. UEFA-ს პრეზიდენტი - ალექსანდრ ჩეფერინი კდიევ უფრო შორს წავიდა. ჩეფერინმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" ბოსებს გველები უწოდა.
"ედ ვუდვორდსს გასულ კვირას ვესაუბრე. იმედგაცრუებული ვარ - ვუდვორდმა დამიდასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატით კმაყოფილი იყო და ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებსაც სიამოვნებით უჭერდა მხარს. აღმოჩნდა, რომ საუბრის მომენტში სუპერლიგაში მონაწილეობის თაობაზე მას უკვე ჰქონდა თანხმობა მიცემული." "ანდრეა ანიელი ("იუვენტუსის" ბოსი) ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. არასდროს მინახავს ასეთი მატყუარა ადამიანი. ანიელი პრაქტიკულად ყოველთვის იტყუება." "არ ვიცოდით, რომ გველები ასე ახლოს გვყავდა - ახლა ყველაფერს ნათელი მოეფინა", - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა. 

სხვა სტატიები