Belive

'ჩემს შეყვარებულს უკეთესი დრიბლინგი აქვს' - ჰოლანდის დებიუტი YOUTUBE-ზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერლინგ ჰოლანდმა ფეხბურთის გულშემატკივრები თავისი ცხოვრების კულისებში შეახედა - მან YOUTUBE არხი შექმნა და პირველი ვიდეოც გამოაქვეყნა. არხის დაანონსებიდან სულ რაღაც ორ დღეში მას თითქმის 150 000 გამომწერი ჰყავს და სულ რაღაც 18 საათში 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.

25 წლის ფეხბურთელმა, თავის ვიდეოში „Day in the Life“ გაამხილა საიდუმლოებები რუტინის, დიეტისა და მოედნის გარეთ ცხოვრების წესის შესახებ. ვიდეოს ძირითად ნაწილში ჰოლანდი და მისი შეყვარებული, იზაბელ იოჰანსენი ერთად არიან და აღმოჩჩნდა, რომ იზაბელიც ფეხბურთელი იყო.

ჰოლანდი შეყვარებულზე: ის ჩვენი მშობლიური ქალაქის კლუბში თამაშობდა, კარგი ფეხბურთელი იყო - მარცხენა ვინგერი.

იოჰანსენი: კი ცაცია ვარ და მარცხენა ფეხში საკმარისზე მეტი ძალა მქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დრიბლინგში საუკეთესო არასდროს ვყოფილვარ, უფრო სისწრაფის ხარჯზე ვთამაშობდი. მგონია, რომ ერლინგი რაღაცით მე მგავს, დრიბლინგში ცუდია და მისი მთავარი ღირსებები სისწრაფე და ძალაა.

ჰოლანდი: მიხარია, რომ ის ფეხბურთს თამაშობდა და ერთმანეთს შევხდით, რადგან ორივეს გვესმის ფეხბურთი. - ჰოლანდისა და მისი შეყვარებულის დიალოგიდან

ჰოლანდს პრემიერ ლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი და ასევე 12-მატჩიანი გოლების სერია აქვს (ყველა ტურნირზე), მაგრამ, როგორც ჩანს, მისი შეყვარებული მაინც ხედავს ნაკლოვანებებს - ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ამ სეზონში, დრიბლინგის მხოლოდ 57 პროცენტი დაასრულა წარმატებით.

სხვა სტატიები