Belive

ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ლევანდოვსკი დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ,,ბარსელონას'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.

პოლონელმა ,,პლზენთან'' შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკის გარდა საუკეთესოობისთვის ლეროი სანე (,,ბაიერნი'', გოლი ,,ინტერის'' კარში), პიოტრ ზელინსკი (,,ნაპოლი'', დუბლი ,,ლივერპულთან'') და კილიან მბაპე (,,პსჟ'', დუბლი ,,იუვენტუსთან'') იბრძოდნენ.

ლევანდოვსკიმ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა – პოლონელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთთრიკი სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით აქვს გაფორმებული.

სხვა სტატიები