Belive

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალსა'' და ,,ლივერპულს'' შორის ჩეპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ფრანგი მსაჯი, კლემან ტიურპენი იმუშავებს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ლიგის მიმდინარე სეზონში 39 წლის არბიტრმა 7 მატჩში, მათ შორის ,,ჩელსისა'' და ,,რეალის'' მეოთხედფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში იმსაჯა. გასულ წელს კი ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრას წარუძღვა. ფრანგმა მსაჯმა ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში ბოლოს 1986 წელს იმუშავა, მაშინ ,,სტიაუსა'' და ,,ბარსელონას'' მატჩის მთავარი არბიტრი მიშელ ვოტრო იყო. ტიურპენს ფინალურ შეხვედრაში ნიკოლას დანოსი და სირილ გრინგორი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ბენუა ბასტიენი იქნება, VAR-ზე კი ჟერომ ბრისარი იმუშავებს.