მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ვირჯილ ვან დაიკი იბრძოდნენ.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვირჯილ ვან დაიკი დასახელდა. “ლივერპულის” ჰოლანდიელმა დაცვის ბურჯმა, გასულ სეზონში ფენომენალური ასპარეზობით დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდო.