Belive

ჩემპიონთა ლიგამ ფინანსებზეც იმოქმედა - მანჩესტერს 450 მილიონი ვალი აქვს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" არყოფნა კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. ამჟამად "წითელ ეშმაკებს" 450 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება მოუგროვდათ. გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლუბის ყოველწლიური შემოსავალ 680-650 მილიონამდე დაიწევს, მაშინ, როცა წინა წელს ამ მაჩვენებელში "მანჩესტერს" 734 მილიონი ევრო ჰქონდა. იმის გამო, რომ "იუნაიტედი" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში არ მონაწილეობს, სამაუწყებლო უფლებების გაყიდვები წინა წლის ამავე კვარტალთან შედარებით 23%-ით შემცირდა და ამჟამად 39 მილიონ ევროს შეადგენს. 12 ტურის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს 16 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები