დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.
ლაშა დვალის "ფერენცვაროში" შინ "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქართველ მცველს ტრავმის გამო თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება "ფერენცვაროშს", უნგრულმა კლუბმა ზედიზედ მე-3 მატჩში შვედეთის ("დიურგონდენი"), შოტლანდიის ("სელტიკი") და ხორვატიის ჩემპიონები დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლაშა დვალის გუნდი "მიოლდეს" დაუპირისპირდება.