Belive

ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია! 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი "დინამო თბილისი" წარმოადგენს. წილისყრაზე ქართული კლუბის მეტოქეც გაირკვა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას ბაქოს "ნეფთჩის" წინააღმდეგ დაპირისპირებით დაიწყებს. 14 ივნისს ცნობილი გახდა ის 4 სავარაუდო მეტოქე, რომელიც შესაძლოა "დინამოს" დაპირისპირებოდა, ესენია: აზერბაიჯანული ბაქოს "ნეფთჩი", ბელარუსული სოლიგორსკის "შახტიორი", ალბანური "ტეუტა" და ებრაული "მაკაბი ჰაიფა". ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას "დინამო" საშინაო კედლებში ჩაატარებს. პირველი შეხვედრა 6-7, ხოლო საპასუხო მატჩები 13-14 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები