Belive

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მსაჯი ცნობილია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალსა'' და დორტმუნდის ,,ბორუსიას'' შორის ჩეპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში სლოვენიელი მსაჯი, სლავკო ვინჩიჩი იმუშავებს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ლიგის მიმდინარე სეზონში 44 წლის არბიტრმა 7 მატჩში, მათ შორის ,,დორტმუნდისა'' და ,,ატლეტიკოს'' მეოთხედფინალური ეტაპის მეორე დაპირისპირებაში იმსაჯა. 2022 წელს კი ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრას წარუძღვა.

ვინჩიჩს ფინალურ მატჩში ტომაშ კლანსნიკი და ანდრას კოვაჩიჩი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ფრანსუა ლეტესიე იქნება.

,,რეალსა'' და ,,დორტმუნდს'' შორის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი პირველ ივნისს, ლონდონში, ,,უემბლიზე'', გაიმართება.

  • ევროპა ლიგის ფინალის მსაჯი - იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

  • კონფერენს ლიგის ფინალის მსაჯი - არტურ სოარეშ დიაში (პორტუგალია)

  • ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი - რებეკა უელში (ინგლისი)

სხვა სტატიები