ჩემპიონთა ლიგის 4 კალათა ცნობილია - როგორ გადანაწილდნენ წილისყრისთვის გუნდები
ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ლიგის ფაზის ყველა მონაწილე გუნდი ცნობილია. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის 36-ვე მონაწილე საბოლოოდ გაირკვა. გუნდები ოთხ კალათაში გადანაწილდნენ და დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის დროთ 20:00 საათზე გასამართი კენჭისყრის შედეგად საკუთარი მეტოქეების ვინაობასაც შეიტყობენ.
ლიგის ფაზაში თითოეული გუნდი რვა შეხვედრას გამართავს - ოთხს საკუთარ მოედანზე და ოთხს სტუმრად. კენჭისყრის დროს თითოეული კლუბი ოთხივე კალათიდან ორ მეტოქეს მიიღებს.
გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის ოთხივე კალათის სრულ შემადგენლობას:
პირველ კალათა: პსჟ, ბაიერნი, რეალი, ლივერპული, ინტერი, მანჩესტერ სიტი, არსენალი, ბარსელონა, ატლეტიკო.
მეორე კალათა: დორტმუნდი, რომა, სპორტინგი, ასტონ ვილა, პორტო, მანჩესტერ იუნაიტედი, ბრიუგე, ბეტისი, პსვ.
მესამე კალათა: ფეიენოორდი, ლილი, ბოდო/გლიმტი, ნაპოლი, ლაიფციგი, ვილიარეალი, ფენერბაჰჩე, შახტარი, გალათასარაი.
მეოთხე კალათა: პრაღის სლავია, სლოვანი, შტუტგარტი, ათენის აეკი, ლასკი, კომო, ლენსი, ვიკინგი, საბაჰი.