"ჩემი ჯანმრთელობა კრიტიკულია და ახლა გადარჩენისთვის ვიბრძვი" - ლამიშა მუსონდა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩელსის აკადემიის ყოფილა ფეხბურთელმა, ლამიშა მუსონდამ სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო და მძიმე ინფორმაცია გამოაქვეყნა. 33 წლის ბელგიელმა საფეხბურთო კარიერა 6 წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო დაასრულა.
სრულად განცხადება:
ცხოვრება აღმავლობისა და დაღმასვლისგან შედგება და ვერავინ გაიგებს იმ ტკივილს, რომელსაც განიცდი.
ბოლო ორი წელი განსაკუთრებით რთული და დამღლელი იყო ჩემთვის. დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის აღსადგენად ვიბრძვი, რაც სოციალურ მედიაში ჩემს არყოფნას ხსნის.
რეალობის წინაშე დგომა მომიწია: ჩემი ჯანმრთელობა კრიტიკულია და ახლა გადარჩენისთვის ვიბრძვი. თქვენი დახმარება და ლოცვები ამ დროს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე და ჩემი ოჯახი ვიბრძვით და ბოლო ამოსუნთქვამდე არ დავნებდები.
როგორც ხედავთ, გამიმართლა, რომ ასეთი ლამაზი ახალგაზრდობა განვიცადე... და ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაცემი. ბევრი მშვენიერი ადამიანია, ვისთვისაც პირადად მინდოდა მადლობის გადახდა. იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება ამის შესაძლებლობა არ მქონდეს, მწყინს.
მიყვარხართ ყველა
ლამიშა - ლამიშა მუსონდა
ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა 2011 წელს ანდერლეხტის აკედემიაში დაიწყო, 2012 წელს ის ჩელსიში გადავიდა და 2014 წლამდე ლონდონური გუნდის 21-წლამდელებში ირიცხებოდა, შემდეგ იყო ბელგიურ მეხელენში, ესპანურ ლაგოსტერასა და პალამოსში, ბოლოს კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბ მაზემბეში ასპარეზობდა და კარიერაც იქ დაასრულა.