Belive

,,ჩემი გოლი არ ჩაითვალა და მოედნიდან გამაძევეს'' - კანმა 25 წლის წინანდელი მატჩი გაიხსენა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გერმანელმა 25 წლის წინ, მის მიერ ხელით გატანილი გოლი გაიხსენა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა, თავად მეკარე კი წითელი ბარათით დასაჯა:

,,ზუსტად 25 წლის წინ, ჩემს კარიერაში პირველი და ერთადერთი გოლი გავიტანე. მაშინ მეგონა, რომ მეკარეებს ხელით თამაშის უფლება ორივე საჯარიმოში ჰქონდათ.

გოლი არ ჩაითვალა და მოედნიდან გამაძევეს - მიუხედავად ამისა, ამან ლეგენდარულის სტატუსი შემძინა.'' - წერს კანი სოციალურ ქსელში

კანმა არჩათვლილი გოლი 2001 წლის 3 მარტს ჰანზას გაუტანა, ბაიერნი 2:3-ს აგებდა და მატჩი ასეც დასრულდა.