ჩელსის გულშემატკივრები გრემ პოტერით უკმაყოფილონი არიან
ინგლისელ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, რომელიც არც ისე წარმატებული გამოდგა. "ჩელსიმ" "ზალცბურგი" ვერ დაამარცხა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 48-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, მათ ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, შვეიცარიელი ოკაფორისგან გოლი მიიღეს.
ლონდონურ კლუბს მატჩის მოგება სურდა და პოტერმა ბოლო წუთებზე გალაჰერი, ზიეჩი და პულიშიჩი შემოიყვანა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ზალცბურგის დაცვის გარღვევა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შემდეგ, "ჩელსი" E ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ერთი ქულით.
აღსანიშნავია, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" თავის პირველ მატჩში პოტერმა, ტუხელის შემადგენლობიდან სამი ფეხბურთელი შეცვალა.
გრემ პოტერის სტარტით "ჩელსის" გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი არიან და ამას სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავენ. Twitter-ზე უკვე წალიან პოპულარული გახდა #PotterOut.
Tuchel would've won that match the new Chelsea owner is just a clown that knows nothing about football #Potterout pic.twitter.com/p8j7QGaECs
— Mark faculty (@FacultyMark) September 14, 2022
თამაშის შემდეგ, BT Sport-თან საუბრისას პოტერმა იმედგაცრუება გამოხატა და თქვა, რომ შედეგით ძალიან უკმაყოფილოა.
"The boys gave everything but it wasn’t meant to be today"
— Football on TNT Sports (@footballontnt) September 14, 2022
"It's not been easy for the squad as well, but they've responded really well to us over the last few days"
Graham Potter speaks after taking charge of his first game as Chelsea head coach 👔 #UCL pic.twitter.com/8IWRURV2yH
ვინაიდან სანაკრებო თამაშები მოახლოვდა და საკლუბო მატჩები დროებით შეჩერდება, გრემ პოტერი მის შემდეგ შეხვედრას 1 ოქტომბერს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავს.