Belive

ჩელსიმ გრემ პოტერი გაათავისუფლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსიმ'' მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერი დაითხოვა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,ვაცხადებთ, რომ გრემ პოტერმა გუნდი დატოვა. კლუბში ყოფნის დროს გრემმა ,,ჩელსი'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ,,რეალს'' შევხვდებით.

პოტერს ძალისხმევისა და გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ,'' - წერია გუნდის განცხადებაში.

47 წლის სპეციალისტის წასვლის შემდეგ, ,,ჩელსის'' დროებითი მწვრთნელი ბრუნო სალტორი იქნება.

გრემ პოტერი ,,არისტოკრატების'' მთავარ მწვრთნელად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სულ 31 მატჩი ჩაატარა, 12 მოიგო, 11 წააგო, 8 კი ფრედ დაასრულა.

სხვა სტატიები