მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი!
აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი!
ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია:
“ნიუკასლი” Vs. “ევერტონი”“ჩელსი” Vs. “ვულვზი”“არსენალი” Vs. “მანჩესტერ იუნაიტედი”
პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში "ჩელსი" "ვულვზს" დაუპირისპირდება. "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ შეხვედრაში "არისტოკრატები" ითვლებიან ფავორიტად - თუმცა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში "ვულვზმა" არაერთი გრანდი დატოვა გაწბილებული. ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი მატჩიც სწორედ "ვულვზის" გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
მაურისიო სარის გაწვრთნილი გუნდი პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანასკნელ ტურებში ქულების განიავება "ჩელსის" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. "ვულვზთან" დაპირისპირებას "ჩელსი" უმნიშვნელო დანაკლისით ხვდება. დანიელ დრინქუოთერი და მარკო ვან გინკელი "არისტოკრატების" დახმარებას ვერ შეძლებენ - სტუმრებს კი შემადგენლობის მხრივ დანაკლისი არ აქვთ.
საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:
პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 4 შეხვედრაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გახსნა. "ვულვზმა" მხოლოდ 1 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა.
პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 3 მატჩი "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო "ვულვზმა" 2 შეხვედრაში შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ჩელსის" საუკეთესო სნაიპერი ედენ აზარია, რომლის ანგარიშზეც 12 გოლია. "ვულვზვის" ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა, რაულ ხიმენესმა 11 გოლის გატანა შეძლო.