Belive

ჩელსი ტუხელთან კონტრაქტს აფორმებს - გერმანელი გუნდს მალე ჩაიბარებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ მალე "ჩელსი" ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. ლონდონელთა ხელმძღვანელებს სურთ, რომ ხვალ "ვულვზთან" მატჩში გუნდი მოედანზე ტომას ტუხელმა გაიყვანოს. როგორც ცნობილია, გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი ლონდონში მიემგზავრება, რათა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდეს. ინფორმაციას Goal.com ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ "არისტოკრატებმა" დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს ფრენკ ლამპარდი. ლონდონურ კლუბი ბოლო პერიოდში ცუდად გამოიყურებოდა, რის გამოც პრემიერ ლიგის ცხრილში მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა. რაც შეეხება ტუხელს, მასთან 18 თვიანი კონტრაქტი გაფორმდება, თუმცა შეთანხმების მიხედვით, მხარეებს თანამშრომლობის გახანგძლივების შესაძლებლობა ექნებათ. ტომასი ბოლოს "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა დეკემბრის ბოლოს პარიზელებმა მისი გაშვება გადაწყვიტეს.

სხვა სტატიები