Belive

ჩელსი როსენიორის გაშვებას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი ლიგაზე ვერ გავა

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსი მთავარ მწვრთნელს, ლიამ როსენიორს სრულ ნდობას უცხადებს. როგორც The Telegraph წერს, არისტოკრატები სპეციალისტს არ დაითხოვენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

წყაროს ცნობით, კლუბში აცნობიერებენ, რომ როსენიორმა გუნდი სულ ახლახან ჩაიბარა, რის გამოც შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა მას ვერ დაეკისრება. მომავალ ზაფხულს ჩელსი შემადგენლობის გაძლიერებას და ისეთი ფეხბურთელების მოყვანას გეგმავს, რომლებიც როსენიორის სტილს შეეფერებიან.

41 წლის მწვრთნელმა ლონდონური გუნდი 8 იანვარს ჩაიბარა, მას შემდეგ არისტოკრატებმა 19 შეხვედრა ჩაატარეს, 10 მოიგეს, 7-ში დამარცხდნენ, 2 კი ფრედ დაასრულეს.

პრემიერლიგის 31 ტურის შემდეგ, ჩელსის 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.