Belive

ჩელსი 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსიმ" მიმდინარე წელს მოახერხა და უკვე განახორციელა ორი სოლიდური ტრანსფერი. "არისტოკრატებმა" ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი შეიძინეს, რაც გუნდს რადიკალურად გააძლიერებს. ლონდონურ გრანდში ბევრი არასაჭირო ფეხბურთელი დაგროვდა. "Mirror"-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ რომან აბრამოვიჩი კლუბის გადახალისებას გეგმავს და 7 ფეხბურთელის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. პედრო, ვილიანი, ჟორჟინიო, მარკოს ალონსო, კურტ ზუმა, მიჩი ბაჩუაი, როს ბარკლი. ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, ვისაც კლუბის დატოვება ემუქრება. მრავალი წელია პედროთი და ვილიანით ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა. იგივე შეიძლება ითქვას მარკოს ალონსოზე. კურტ ზუმას მუდამ ტრავმები ტანჯავს, როს ბარკლიმ მიჩი ბაჩუაიმ გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს. რაც შეეხება ჟორჟინიოს, მისი წაყვანა ტურინელთა თავკაცს მაურიციო სარის სურს. იქიდან გამომდინარე, რომ კლუბმა სერიოზული შევსება უკვე მიიღო და გუნდში ასევე ირიცხებიან პულისიჩი ტამი აბრაჰამი და ჟირუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში "ჩელსის" რიგებში სერიოზული წმენდა იქნება.

სხვა სტატიები