ჩეხეთის ნაკრებში სადილეკი შევჩიკმა ჩაანაცვლა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ტრავმირებული მიხალ სადილეკის (ტვენტე) ნაცვლად, პრაღის ,,სლავიას'' ნახევარმცველი, პეტრ შევჩიკი ითამაშებს.
სადილეკმა დაზიანება რამდენიმე დღის წინ, ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო.
სევჩიკი ეროვნულ გუნდში 2019 წლის შემდეგ თამაშობს და ნაკრების მაისურით 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
30 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ,,სლავიას'' შემადგენლობაში გამართულ 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩეხეთის ნაკრები ევრო 2024-ზე საქართველოს ჯგუფში ასპარეზობს. ჩეხებსა და ჩვენს გუნდს შორის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგშია ჩანიშნული.
Soupisku české reprezentace na EURO doplní záložník Petr Ševčík. 🇨🇿 🦁 pic.twitter.com/L4FInXJJdc
— Česká fotbalová reprezentace (@ceskarepre_cz) June 12, 2024