Belive

ჩაკვეტაძე: "იმედი გაგვიცრუვდა, რადგან სახლში 17-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"უოტფორდმა" წლის ბოლო შეხვედრა გასავარდნ ზონაში მყოფ "კარდიფთან" დათმო. გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონში მეორე გოლი გაიტანა და ეს პირველად მოახერხა საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, თუმცა უოტფორდი წაგებას მაინც ვერ გადაურჩა (1:2). დასანანი მარცხის შემდეგ, გიორგი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.

ძალიან ბედნიერი ვარ გოლის გატანით, მაგრამ იმედგაცრუებული თამაშის ვერ მოგებით. არასდროს ვწყვეტ მუშაობას, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო ან საგოლე გადაცემა გავაკეთო.

სასიამოვნო შეგრძნებაა გოლის საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გატანა. როცა გოლს პირველ წუთზე უშვებ, გეგმებიც ირევა. თამაშში ვერ დავბრუნდით ჩემი გოლის შემდეგაც, რადგან მეორე მალევე მივიღეთ. ამ პერიოდში თამაში ძალიან რთულია, რადგან ყოველ 3 დღეში ახალი მატჩია. - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ

უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილის მეექვსე ადგილზეა, რაც საპლეიოფო ზონაა. მიმდინარე სეზონში, ტომ კლევერლის გუნდმა, საკუთარ კედლებში, პირველი შეხვედრა წააგო.

სხვა სტატიები