Belive

ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად "ბარსელონა" 0:3 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. ტურინელთა კარს აღნიშნულ მატჩში 42 წლის ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა. გამოცდილმა მეკარემ უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და კატალონიელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. ბუფონი "ბარსასთან" შეხვედრაში გახდა პირველი მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც კარი მშრალად 4 სხვადასხვა ათწლეულში (1990, 2000, 2010, 2020) შეინახა.

სხვა სტატიები