ESPN-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობას ლეგენდარულ მეკარესთან, ჯანლუიჯი ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ამჟამად ბუფონს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა კონტრაქტში +1 წელი იყო გათვალისწინებული, რაც ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ბუფონის დამატებით ერთი წლით დარჩენას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ 41 წლის ბუფონს "პსჟ-ში" ანაზღაურება გაეზრდება, რაც კონტრაქტში მნიშვნელოვანი ბონუსების გათვალისწინებას მოიცავს. საბონუსე სისტემა კი თავად ფეხბურთელის და ასევე, გუნდის წარმატების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული.
L’Équipe-ის ცნობით, ამჟამად ბუფონი "პსჟ-ში" წელიწადში €5 მილიონს გამოიმუშავებს.