Belive

ბულგარეთში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფეხბურთელის ხსოვნას, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბულგარეთის პირველი დივიზიონის მატჩმა ,,არდასა'' და ,,ლევსკის'' შორის ყურადღება კურიოზული ფაქტით მიიქცია.

შეხვედრის დაწყების წინ, ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ,,არდას'' ყოფილი მოთამაშის, პეტკო განჩევის ხსოვნას, რომელიც რეალურად ცოცხალი აღმოჩნდა.

კლუბმა მატჩის დასრულებამდე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა:

,,მას შემდეგ რაც არასწორი ინფორმაცია მივიღეთ, გვსურს, ბოდიში მოვუხადოთ პეტკო განჩევსა და მის ახლობლებს.

პეტკო განჩევს ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებთ!'' - წერია განცხადებაში

,,არდასა'' და ,,ლევსკის'' შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.