Belive

ბუფონის შვილის ზედიზედ მე-2 ჰეთ-თრიკი ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებში

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შვილი, ლუი ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს (ლუი ბუფონს იტალიისა და ჩეხეთის მოქალაქეობა აქვს, დედამისი ალენა შერედოვა ჩეხი მოდელია).

მისმა გუნდმა დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდია 4:0 დაამარცხა, ლუიმ კი მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

საინტერესოა, რომ 12 ნოემბერს ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანს 6:1 მოუგო და ბუფონის შვილმა იმ თამაშშიც 3 გოლის გატანა შეძლო.

ლუი ბუფონი სერია A-ს გუნდში, პიზაში თამაშობს, რომელსაც ალბერტო ჯილარდინო წვრთნის. მიმდინარე სეზონში 17 წლის შემტევს იტალიის ჩემპიონატში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული (5 ოქტომბერს, ბოლონიას წინააღმდეგ).

Image