Belive

ბუფონი ევრო 2024-ზე: ,,იტალიის ნაკრები დაუფასებელია''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ევრო 2024-ზე იტალიის ეროვნული ნაკრების შანსები შეაფასა:

,,ასეთი ტურნირების დროს, ჩვენ ყველანი ვერთიანდებით. ეს ეროვნული ნაკრების ნამდვილი ჯადოქრობაა! ყველას გვახსოვს 1982 და 2006 წლები, რაღაც საოცრება იყო.

ჩემი აზრით, შესანიშნავი გუნდი გვყავს და შესაბამისად არ გვაფასებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ნაკრებში არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი მთავარი მწვრთნელია, რომლის მუშაობამაც გუნდში პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ უფრო გაზარდა.

თუ ევროპაზე თამაშს არასწორი მიდგომით იწყებთ, სჯობს, რომ საერთოდ არ დაიწყოთ. ტურნირს დადებითი ემოციებითა და დიდი ოპტიმიზმით ვხვდებით. თუ გარკვეულ დეტალებს გავაუმჯობესებთ, გავხდებით გუნდი, რომლისაც ეშინიათ.'' - ჯანლუიჯი ბუფონი

იტალია ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ალბანეთის, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

მოქმედი ჩემპიონები პირველ შეხვედრას 15 ივნისს, დორტმუნდში, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები