Belive

ბუდუს გოლი არ ჩათვალეს | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ჰანოვერთან მატჩში?

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანული ბუნდესლიგა 2-ის მე-11 ტურში "ჰანოვერმა" "კარლსრუეს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ჰანოვერი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა განსაკუთრებულად ეს მეორე ტაიმში იგრძნობოდა, სწორედ მეორე ნახევარში შეძლეს მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა.

ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა 29-ე წუთზე ლამაზი თავურით შეძლო ჰანოვერის კარის აღება, თუმცა საგოლე გადაცემის ავტორზე რამდენიმე სანტიმეტრიანი თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კარლსრუემ მაინც მოახერხა გატანა და ეს ისევ თავით გააკეთეს, ვანიცეკის ჩაწოდებას საჯარიმოში მარსელ ფრანკე დახვდა.

მეორე ტაიმში ჰანოვერმა ქამბექი შემოგვთავაზა, ჯერ 66-ე წუთზე იესიკ ნგანკამმა გაიტანა ძალიან მახვილი კუთხიდან, 89-ე წუთზე კი ჰანოვერმა გამარჯვების გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.

ბუდუ ზივზივაძემ whoscored-ის ვერსიით 6.5 ქულა დაიმსახურა, sofascore-მა კი ქართველს 7.1 დაუწერა. მიმდინარე ჩემპიონატში, ბუდუს ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. კარლსრუემ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები