Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება გროიტერ ფიურტის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბუნდესლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრაში "კარლსრუემ" "გროიტერ ფიურტი" 2:3 დაამარცხა. "კარლსრუე" პირველ ტაიმში აგებდა, "გროიტერ ფიურტი" ბრანიმირ ჰრგოტამ დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა აღადგინა. 73-ე წუთზე ქართველმა შესანიშნავი პასი გააკეთა, რომელიც ოდნავ მეტოქის ფეხს შეეხო და მომენტი ბამბას კონტემ დააგვირგვინა (საგოლე გადაცემა ამ მომენტში ბუდუს არ ჩათვლია), "კარლსრუედან" მესამე გოლი ფაბიან შლოიზენერმა 79-ე წუთზე გაიტანა. "ფიურტმა" სხვაობის შემცირება საშა ბანსეს გოლის წყალობით მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო და 90+3-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.5 დაუწერა. ბუდუმ კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა, 2-ჯერ კარისკენ დარტყმა მოახერხა, ხოლო 3-ჯერ დარტყმული დაუბლოკეს. 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 15 გადაცემა გააკეთა და 9 ზუსტი იყო, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 5-ში დარჩა.

"კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მეორე ადგილზეა (6 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი), ლიდერ "პადერბორნს" 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1 დეკემბერს, 16:30 საათზე "ჰამბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, რაც ისაკ ლიდბერგთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები