Belive

ბრუნო ფერნანდეში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრუნო ფერნანდეში EA Sports/პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც მისი ბრწყინვალე სეზონისთვის, ჯილდოების სიას დაემატა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა უკვე მიიღო ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო, ასევე მანჩესტერ იუნაიტედში ყველა ინდივიდუალური ჯილდო და ახლა კიდევ ერთი დიდი აღიარება.

31 წლის ფეხბურთელმა, ალბათ, საუკეთესო სეზონი ჩაატარა „ოლდ ტრაფორდზე“, მან 20 საგოლე გადაცემა გააკეთა და აქამდე არსებული რეკორდი გაიმეორა. ბრუნოს ანგარიშზე 8 გოლია და წინ კიდევ ერთი თამაში აქვს, სადაც საგოლე პასების რეკორდის მოხსნა შეუძლია (ერთპიროვნულად).

ფერნანდეშმა აჯობა არსენალის სამეულს: დეკლან რაისს, გაბრიელს და დავიდ რაიას, ასევე მანჩესტერ სიტის დუეტს, ერლინგ ჰოლანდსა და ანტუან სემენიოს. ჯილდოზე ასევე იყვნენ ნომინირებულნი მორგან გიბს-უაითი და იგორ ტიაგო.

სხვა სტატიები