Belive

ბრიუგეს ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მატჩს ყველაზე უცნაური მიზეზით გამოტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში "ბრიუგე" სტუმრად "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. ბელგიელთა შემტევი ემანუელ დენისი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ძალიან უცნაური და სახალისოა - 23 წლის ნიგერიელს კლუბის ავტობუსში თანაგუნდელებმა ის ადგილი არ დაუთმეს, სადაც მას უნდოდა, რომ დამჯდარიყო. დენისი "ბრიუგეს" ფეხბურთელების საქციელმა ძალიან გააბრაზა, რის შემდეგაც ავტობუსში დაძაბული ვითარება შეიქმნა. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კლემენტმა დაადასტურა, რომ კლუბმა ემანუელი დისციპლინის დარღვევის გამო დასაჯა და ნიგერიელი ფორვარდი დღეს "დორტმუნდთან" არ ითამაშებს.

სხვა სტატიები