Belive

ბრენდან როჯერსი: "არც კი ვიცი, რა არის კონფერენს ლიგა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მეექვსე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ლესტერმა" "ნაპოლისთან" - 2:3 წააგო და რომლის შემდეგაც "მელიები" კონფერენს ლიგაზე გადაერთვნენ, ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა თქვა, რომ მან ამ ტურნირის შესახებ არაფერი იცის. "სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი რა არის კონფერენს ლიგა. სამართლიანობისთვის, მე ორიენტირებული ვიყავი ევროპის ლიგაზე და ამ ჯგუფის მოგებაზე, ან სულ მცირე, მეორე ადგილის დაკავებაზე, ასე რომ, ტურნირისადმე მთელი პატივისცემის მიუხედავად, დარწმუნებით არ შემიძლია გითხრათ, თუ რა არის ეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მალე გავარკვევ", - თქვა ჩრდილოეთ ირლანდიელმა სპეციალისტმა. "ლესტერმა" ევროპის ლიგის C ჯგუფში 8 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაერთო.  

სხვა სტატიები