Breaking: UEFA სტუმრად გატანილი გოლის წესს აუქმებს
UEFA პლეი-ოფის ეტაპებზე სტუმრად გატანილი გოლის წესს აუქმებს. მეტოქის მოედანზე გატანილ გოლს დამატებითი მნიშვნელობა UEFA-ს ტურნირებზე 1965 წლიდან ეძლეოდა. ახლა კი, მისი გამოყენებიდან 55 წლის შემდეგ, ორგანიზაცია წესის შეცვლას გეგმავს. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება დასადასტურებლად აღმასრულებელ კომიტეტს გადაეცემა. სტუმრად გატანილი გოლის წესი როგორც ჩემპიონთა ლიგას, ასევე ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგას შეეხება. მომავალი სეზონებიდან, იმ შემთხვევაში თუ ორი მატჩის ჯამში დაპირისპირება ფრედ დასრულდება, გუნდებს გამარჯვებულის გამოვლინება დამატებით დროში/პენალტებში მოუწევთ.
NEW: UEFA clubs competitions committee decides to scrap away goals rule in European football. Now needs ExCo approval.— Martyn Ziegler (@martynziegler) May 28, 2021