Belive

Breaking | მბაპე ხვალ რეალის ფეხბურთელი გახდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპეს ბავშვობის ოცნება რეალობა ხდება - 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი რამდენიმე საათში "რეალის" ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერი უკვე დაადასტურა "პსჟ"-ს პრეზიდენტმა, ნასერ არ-ხელაიფმა. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული კლუბი კილიან მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს გადაიხდის. ნეიმარის შემდეგ, ფრანგი შემტევის ფეხბურთელის ტრანსფერი ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული გახდება. როგორც იცით, პარიზელთა სურვილი კილიანის შენარჩუნება იყო, თუმცა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მბაპემ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "პსჟ"-სთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურებოდა, ფრანგებს "რეალის" შემოთავაზებაზე თანხმობის თქმა მოუწიათ.

სხვა სტატიები