Belive

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მარტში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში ვერ მოხვდა ნეიმარი, რომელზეც ბრაზილიურ მედიაში იწერებოდა, რომ ანჩელოტი მის გამოძახებას აპირებდა.

ანჩელოტის არჩევანი ასე გამოიყურება:

  • მეკარეები - ალისონი, ედერსონი, ბენტო;

  • მცველები - დუგლას სანტოსი, ალექს სანდრო, მარკინიოსი, ვესლი, ლეო პერეირა, ბრემერი, დანილო, გაბრიელ მაგალაეში, იბანიესი;

  • ნახევარმცველები - ანდრეი სანტოსი, კაზემირო, დანილო, ფაბინიო, გაბრიელ სარა;

  • თავდამსხმელები - ჟოაო პედრო, რაფინია, მატეუს კუნია, ვინისიუს ჟუნიორი, ენდრიკი, იგორ ტიაგო, გაბრიელ მარტინელი, ლუის ენრიკე, რაიანი.

ბრაზილიის ნაკრები 27 მარტს საფრანგეთს შეხვდება, 31-ში ღამით კი - ხორვატიას.

სხვა სტატიები